"MAD Architects"_მა წარმოადგინა ვერტიკალური ტყე-პარკის პროექტი.
"URBAN forest"_ის სიმაღლე 385 მეტრი იქნება,216 კვადრატული მეტრი
ფართობის მქონე შენობას ცათამბრჯენის კვალობაზე საკმაოდ უცნაური ფორმა
ექნება.მთლიანი კონსტრუქცია მყარად მიმაგრებული იქნება ცენტრალურ ფუძეზე,
შენობის გულზე,რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევს შენობას და სადაც გალაგდება
კიბეები,ლიფტები და შენობის ექსპლუატაციისთვის საჭირო სისტემები.კონსტრუქციის
მხარდაჭერი სვეტების ფართს დაიკავებს ოფისები,ბინები და მაღაზიები,ხოლო ამ
სვეტების გარშემო ორმხრივ კედლებში,ბრონირებული მინებით განლაგდება ცათამბრჯენის
მთავარი ატრიბუტები-მცენარეები,როლებიც სუბტროპიკულ კლიმატში იზრდება.
უზარმაზარი ფანჯრები მოსახლეობას საშუალებას მისცემს არა მარტო ახლოდან,
არამედ შორიდანაც დატკბნენ ცათამბრჯენის სილამაზით.
ცათამბრჯენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ახდება ქალაქის
მცხოვრების ოცნება-ბუნებასთან მისვლა ლიფტის საშუალებით და
არ იქნება გასაკვირი,რომ მსოფლიოს მეგაპოლისებს მსგავსი
ცათამბრჯენების აშენების სურვილი გაუჩნდეთ.
No comments:
Post a Comment