Wednesday, March 30, 2011

არქიტექტურა

არქიტექტურა (ბერძნ. αρχή — დაწყება, τέχνη — ხელოსნობა; „ვიწყებ ხელოსნობას“) — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს.

URBAN FOREST

"MAD Architects"_მა წარმოადგინა ვერტიკალური ტყე-პარკის პროექტი.
"URBAN forest"_ის სიმაღლე 385 მეტრი იქნება,216 კვადრატული მეტრი
ფართობის მქონე შენობას ცათამბრჯენის კვალობაზე საკმაოდ უცნაური ფორმა
ექნება.მთლიანი კონსტრუქცია მყარად მიმაგრებული იქნება ცენტრალურ ფუძეზე,
შენობის გულზე,რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევს შენობას და სადაც გალაგდება 
კიბეები,ლიფტები და შენობის ექსპლუატაციისთვის საჭირო სისტემები.კონსტრუქციის 
მხარდაჭერი სვეტების ფართს დაიკავებს ოფისები,ბინები და მაღაზიები,ხოლო ამ 
სვეტების გარშემო ორმხრივ კედლებში,ბრონირებული მინებით განლაგდება ცათამბრჯენის 
მთავარი ატრიბუტები-მცენარეები,როლებიც სუბტროპიკულ კლიმატში იზრდება.
უზარმაზარი ფანჯრები მოსახლეობას საშუალებას მისცემს არა მარტო ახლოდან,
არამედ შორიდანაც დატკბნენ ცათამბრჯენის სილამაზით.
ცათამბრჯენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ახდება ქალაქის
მცხოვრების ოცნება-ბუნებასთან მისვლა ლიფტის საშუალებით და
არ იქნება გასაკვირი,რომ მსოფლიოს მეგაპოლისებს მსგავსი
ცათამბრჯენების აშენების სურვილი გაუჩნდეთ.

MOKSHA TOWER

გარდაცვლილთა ცათამბრჯენი სახელწოდებით "Moksha Tower." თავად
სიტყვა Moksh სულის გათავისუფლებას ნიშნავს.ეს ცათაბრჯენი განკუთვნილია 
"მუმბაის",იგივე "ბომბეის" მოსახლეობისათვის,რომელიც 21 მილიონს აღემატება
(22 ათასი მოსახლე ერთ კვადრატულ კილომეტრზე)
ამ ქალაქში ცოცხალი ადამინებისთვის აღარ არის ადგილი,რომ არაფერი ვთქვათ
გარდაცვლილებზე,მაგრამ მათი პატივისცემა ადამიანის გენებშია ჩადებული,მით უმეტეს
რომ მსოფლიოს წამყვანი რელიგიები,ალბათ ზოროასტრიზმის გარდა,გარდაცვლილების და
მათი განსვენების ადგილის პატივისცემას ქადაგებენ.
  პროექტის მიხედვი მკვდართა სახლ თავის მაღალსართულიან შენეობაში გაინაწილებს 
4 ძირითად რელიგიას,რომელიც მუმბაიშია გავრცელებული ესენია:ინდუიზმი,ისლმაი,
ქრისტიანობა და ზოროასტრიზმი.
  პროექტი უმცირეს დეტალებამდეა გათვლილი,სარგებლობისა და რელიგიური ფილოსოფიის
მხრივ ყველაფერი გათვალისწინებულია ასევე დაცულია დაკრძალვის ყველა ადათ–წესი და
ტრადიცია,რის გამოც პროექტი  მისი არქიტექტორების სიამაყედ იქცა

HIDROPOLIS

ჰიდროპოლისი(hydropolis)-ეს არის შესანიშნავი,10 ვარსკვლავიანი სასტუმრო,რომლის
მშენებლობა უკვ დაწყებულია სპარსეთის ყურის ფსკერზე,სანაპირო "ჯუმეირას" ახლოს,
გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში
წყალქვეშა კონსტრუქცია მიიღებს უზარმაზარი მედუზას ფორმას,რომლის "მუცელში"
განლაგებულ იქნებ220 აპარტამენტი-ლუქსის კლასის.უზარმაზრი ფანჯრების მეშვეობით
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნეგასაოცარი წყალქვეშა სამყაროს ცქერით,მსგავსი
ვიტრინები განთავსებული იქნება როგორც საწოლ,ისე სააბაზანო ოთახებში.
ყოველივე ეს ფანტასტიკას გვაგონებს,მაგრამ დუბაი ის ქალაქია,სადაც ყველაზე
დაუჯერებელი პროექტებ რეალობად იქცევა ხოლმე.

1,200 Square Feet Under the Sea